ლაზერული აბლაცია

რა არის ვარიკოზი? 

სიმძიმის შეგრძნება ფეხებში, ქვედა კიდურების შეშუპება, ტკივილი და წვა - ეს ვარიკოზისათვის დამახასიათებელი ნიშნებია. სტატისტიკური მონაცემებით, ეს დაავადება ყოველ მესამე ქალსა და მეათე მამაკაცს აღენიშნება. დაავადება უმეტესად იმ ადამიანებში იჩენს თავს, რომლებსაც ფეხზე დგომა ხშირად უწევთ. შორს წასულმა დაავადებამ, შესაძლოა, მძიმე შედეგები გამოიწვიოს. ამიტომ, პრევენციისათვის აუცილებელია, დროულად მიმართოთ ექიმს. 

მკურნალობის გზები 

ვარიკოზული ვენების სამკურნალოდ, რამდენიმე საშუალება არსებობს. ისინი დაავადების სხვადასხვა ეტაპზე გამოიყენება. მათ შორისაა მედიკამენტოზური მკურნალობა, კომპლექსური ტრიკოტაჟის გამოყენება, ოპერაცია და, ახლა უკვე, ლაზერული თერაპია. 

ლაზერული აბლაცია 

ვარიკოზული ვენების მკურნალობა, ცოტა ხნის წინ, მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი. ოპერაციისგან განსხვავებით, ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება. ამასთან, პროცედურა ნაკლებად უსიამოვნოა. ეს მცირე ჩამონათვალია მიზეზებისა, რის გამოც, ექიმებისა და პაციენტების დიდი ნაწილი უპირატესობას ლაზერულ თერაპიას ანიჭებს. ლაზერული აბლაცია XXI საუკუნის ტექნოლოგიების ერთ-ერთ ინოვაციად უკვე მიიჩნევა. პროცედურა  ამბულატორიულად, სტაციონარში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გარეშე სრულდება, რის გამოც, ლაზერულ კოაგულაციას, იმავე აბლაციას, „ოფისური ქირურგია“ უწოდეს. 

როგორ სრულდება პროცედურა? 

ვენების ლაზერული აბლაცია იოლი და ეფექტური მეთოდია. ულტრაბგერითი კვლევის ქვეშ, დაზიანებული ვენის არეში ჩხვლეტენ კანს, სადაც ლაზერული სხივის მიმტანი კათეტერი შეჰყავთ. ეს უკანასკნელი იწყებს გადაადგილებას სისხლძარღვის სანათურში, რის შემდეგაც, ლაზერული სხივი ვენის შიდა კედელზე ზემოქმედებს. სითბური ენერგიით ხდება ვენის კედლის შეწებება.  პროცედურის შემდეგ, კიდურზე ეცმევა კომპრესული ტრიკოტაჟი და 30-60 წუთის შემდეგ, პაციენტი კლინიკას დამოუკიდებლად ტოვებს. უკვე ერთი დღის შემდეგ, მას შეუძლია, ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს და მსუბუქი სამუშაოების შესრულებითაც დაკავდეს.  

ვარიკოზული ვენების ლაზერული მკურნალობის უპირატესობები: 

▪ კოსმეტიკური შედეგი - მეთოდი მინიმალურად უმტკივნეულოა, არ ტოვებს განაკვეთსა და ნაწიბურებს; 

▪ პროცედურა ტარდება ამბულატორიულად - არ საჭიროებს პაციენტის ჰოსპიტალიზაციას და არ აშორებს სამუშაოს. არ არის სავალდებულო შვებულებაში გასვლა; 

▪ პროცედურა ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ტარდება, რაც ექოს, მკურნალობის მსვლელობაზე დაკვირვების საშუალებას რეალურ დროში, ყველა მოქმედებაზე აძლევს. 

სად ტარდება ლაზერული აბლაცია? 

ამ აპარატით ლაზერული პროცედურები  ტარდება ბოხუას სახელობის  კარდიოვასკულარული ცენტრში ტარდება. 

ჩარევებს ახორციელებს, ანგიოქირურგი გია ალადაშვილი , რომელსაც ამ მიმართულებით ტრენინგები გავლილი აქვს უცხოეთის წამყვან კლინიკებში .  

ლაზერული აბლაციის ერთ-ერთ უახლეს აპარატს Dornier Medilas D LiteBeam+ წარმოადგენს. ეს არის კომპაქტური, მაღალი ღირებულების დიოდური ლაზერი, რომელსაც უსაფრთხოების გაუმჯობესებული მაჩვენებლები აქვს.