კარდიოლოგიური მიმართულება

დეპარტამენტი ახორციელებს მწვავე კარდიული პათოლოგიით (მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი,არასტაბილური სტენოკარდია, გულის მწვავე და დეკომპენსირებული უკმარისობა, გულის რითმისა დაგამტერებლობის მწვავე მოშლა, მწვავე ჰიპერტენზიული მდგომარეობები) პაციენტთა მიღებას ინტენსიურიდაკვირვების პალატაში. ჩვენებებისამებრ პაციენტებს უტარდებათ კორონაროგრაფია და სტენტირება.ფუნქციონირებს სტაციონარული განყოფილება, რომელიც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს დეპარტამენტში განვითარებულია რითმოლოგიურიმიმართულება, რომელიც გულისხმობს სპეციალური მოწყობილობების (ელექტროკარდიოსტიმულატორების,დეფიბრილატორების, ე.წ. რესინქონიზატორები) იმპლანტაციას პაციენტებისთვის რიტმისა დაგამტარებლობის დარღვევებით და გულის ქრონიკული უკმარისობის მძიმე ფორმებით. კარდიოლოგიური სამსახური აწარმეობს სრული სპექტრის ელექტროკარდიოგრაფიული (ელექტროკარდიოგრაფია,ელექტროკარდიოგრამის 24 საათინი ამბულატორული მონიტორინგი, ფიზიკური დატვირთვის სინჯი), დაექოკარდიოგრაფიული (გულ-მკერდიდან, საყლაპავიდან, სტრესექოკარდიოგრაფია), საჭიროებისშემთხვევაში ხორციელდება არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორული მონიტორინგი. დეპარტამენტშიმუშაობენ მაღალკვალიფიციური ექიმი–კარდიოლოგები, რომლებიც არიან საქართველოს, ევროპისკარდიოლოგთა საზოგადოების წევრები და ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების საპატიო წევრები.  

  კარდიოლოგიური დეპარტამენტი  სტრუქტურულად მოიცავს : 

     1.    ზოგადი კარდიოლოგია 

     2.    ინტენსიური თერაპია და რეანიმაცია 

     3.    კორონარული ინტერვენცია 

     4.    ინტერვენციული რითმოლოგია 

      ძირითადი საქმიანობები 

1.    კარდიოლოგიური პროფილის მწვავე და ქრონიკულ პაციენტთა სტაციონარული დაამბულატორიული მართვა; 

2.    არაკარდიოლოგიური ოპერაციების დროს პერიოპერაციული კარდიული რისკის შეფასება; 

3.    სამეცნიერი კვლევები და ახალი, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ტექნოლოგიების დანერგვა; 

4.    პედაგოგიკური საქმიანობა სტუდენტებთან და რეზიდენტებთან  

წამყვანი კარდიოლოგები : მედ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი ზურაბ ფაღავა – დეპარტამენტის ხელმძღვანელი;  მედ. დოქტორი, ას. პროფესორი რუსუდან აგლაძე – დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჯგუფის ხელმძღვანელი; მედ. დოქტორი, ას. პროფესორი ნინო ლოლაძე – პოსტქირურგიულ მართვის და მეორადი პრვენციის ჯგუფის ხელმძღვანელი; წამყვანი კარდიოლოგი ლაშა ჯაფარიძე , კარდიოლოგი–ინტერვენციონისტი ინგა ბოჭორიშვილი, წამყვანი კარდიოლოგი ნინო ნერსეზაშვილი – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჯგუფის ხელმძღვანელის მოადგილე. ექიმი კარდიოლოგები: თათია კახიძე, ელენე კობაიძე; ანი ჩიქოვანი. ნათია ხუბუა, გალაქტიონ ბზიკაძე