ამბულატორია

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ამბულატორიაში ტარდება პაციენტების კომპლექსური გამოკვლევა, რის შედეგათ პაციენტს ეძლევა ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები. ამბულატორიაში ხორციელდება ყველა საოპერაციო პაციენტის წინასაოპერაციო კვლევა. ასევე ამბულატორიაში  ტარდება  პოსტოპერაციული პაციენტების დაკვირვება,ფუნქციონირებს „დღის სტაციონარი“,სადაც ტარდება ყველა სახის სამკურნალო პრეპარატების ინფუზია და ლიმფოდრენაჟის მიზნით ქვემო კიდურების პნევმომასაჟი,ფუნქციონირებს „ შესახვევი“. ამბულატორიაში ხორციელდება ყველა სახის კლინიკო-ლაბორატორული კვლევა 

  •      სპეციალისტების (ანგიოლოგები,კარდიოქირურგები,კარდიოლოგები,ნევროპათოლოგი, სექსოპათოლოგი)  კონსულტაცია  
  •      ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია არტერიული სისტემის  ქვემო და ზემო კიდურების    
  •      ულტრაბგერითი დოპლეროგრაფია პენალური არტერიების ( სექსოპათოლოგთან)
  •      ინტრა და ექსტრაკრანიალური არტერიების დუპლექს-სკანირება
  •      მუცლის აორტის და მისი ტოტების დუპლექს-სკანირება
  •      პერიფერიული არტერიების დუპლექს-სკანირება
  •      ვენური სისტემის დუპლექს-სკანირება
  •      გარდამავალი კოჭლობის დიაგნოსტიკა მოძრავ ბილიკზე( ტრედმილ ტესტი)
  •      ელექტროკარდიოგრაფია ( ეკგ)
  •      ფიზიკური დატვირთვის ელეკტროკარდიოგრაფიული სინჯი მოძრავ ბილიკზე( ტრედმილ ტესტი)
  •      სტრესექოკარდიოგრაფიული სინჯი (ფარმაკოლოგიური)
  •      გულის ტრანსთორაკალური ულტრაბგერითი გამოკვლევა ( ექოკარდიოსკოპია)
  •      გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა საყლაპავი მილიდან ( ტრანსეზოფაგიური ექოკარდიოკრაფია)
  •      ელექტროკარდიოგრამის 24/48 საათიანი ამბულატორული რეგისტრაცია ( ჰოლტერის მონიტორინგი)
  •      არტერიული წნევის 24/48 საათიანი ამბულატორული რეგისტრაცია
  •      ფილტვების ფუნქციური ტესტი ( სპირომეტრია) 
  •      ლაზერული ფლოუმეტრია და ჟანგბადის დაჭიმულობა ქსოვილებში- მიკროცირკულიაციის ხარისხის შეფასება