არითმია

არითმია ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვლინდება გულის შეკუმშვათა სიხშირის, რიტმულობის, აგზნების და შეკუმშვათა თანმიმდევრობის დარღვევით. გულის რიტმის დარღვევა - არითმია, ვითარდება იმ შემთხვევაში, როცა ელექტრული იმპულსები, რომლებიც იწვევენ გულის შეკუმშვას, ფუნქციონირებენ არასწორად, აიძულებენ გულს იმუშაოს ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა, არარეგულარულად,  არარითმულად.

არითმიის ძირითადი ტიპებია:

  • ბრადიკარდია, იგივე ნელი გულისცემა (წუთში 60 დარტყმაზე ნაკლები)
  • ტაქიკარდია, იგივე სწრაფი გულისცემა (წუთში 90-100 დარტყმაზე მეტი).
  • არათანაბარი  რიტმი: მაგ: ექსტრასისტოლური არითმია,  პულსის გამოტოვება („ამოვარდნა“); გულის რიგგარეშე შეკუმშვით გამოწვეული. წინაგულთა ფიბრილაცია - მოციმციმე არითმია, როდესაც გული სცემს არარეგულარულად, ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე. ასეთ დროს გულისცემის სიხშირე და პულსი შეიძლება არ იყოს ერთნაირი.  

არითმიების უმეტესობა არ არის მძიმე და არ იწვევს გართულებებს. თუმცა არსებობს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარობებიც: პარკუჭოვანი ტაქიკარდია. პარკუჭთა ფიბრილაცია, ზოგიერთი გენეტიკური არითმოგენული სინდრომი.

ზოგიერთ არითმიას ახლავს ინსულტის გაზრდილი რისკი და საჭიროებს სათანადო მკურნალობას. მაგალითად  წინაგულების ფიბრილაცია (წინაგულების ფიბრილაცია ნიშნავს, რომ თქვენი ინსულტის რისკი 5-ჯერ მეტია, ვიდრე გულის ნორმალური რითმის შემთხვევაში)

 ისკის ფაქტორები:

გული-სისხლძარღვთა დაავადებები - კორონარული არტერიის დაავადება,  გულის სარქვლოვანი პათოლოგიები, ჩატარებული კარდიული  ოპერაციები, გულის უკმარისობა, კარდიომიოპათია,  მაღალი არტერიული წნევა, თანდაყოლილი გულის დაავადება.

ფარისებრი ჯირკვლის დაავადება. ფარისებრი ჯირკვლის ზედმეტად ან არასაკმარისი აქტივობამ შეიძლება გაზარდოს არარეგულარული გულისცემის რისკი.

ობსტრუქციული ძილის აპნოე. ეს მდგომარეობა იწვევს სუნთქვის შეჩერებას ძილის დროს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გულის შენელება (ბრადიკარდია) და არარეგულარული გულისცემა, მათ შორის წინაგულების ფიბრილაცია.

ელექტროლიტური დისბალანსი. სისხლში არსებული ნივთიერებები ელექტროლიტები - როგორიცაა კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი და მაგნიუმი - ხელს უწყობს ელექტრული იმპულსების გააქტიურებას და გაგზავნას გულში. ელექტროლიტების დისბალანსი - მაგალითად, თუ ისინი ძალიან დაბალია ან ძალიან მაღალია - შეიძლება ხელი შეუშალოს გულის სიგნალის რიტმულ წარმოქმნას და გამოიწვიოს არარეგულარული გულისცემა.

გარკვეული მედიკამენტები და დანამატები. რეცეპტის გარეშე შეძენილმა ზოგიერთმა მედიკამენტმა და ხველისა და გაციების ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გამოიწვიოს არითმია.

გადაჭარბებული ალკოჰოლი. ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს გულში არსებულ ელექტრულ იმპულსებზე და გაზარდოს წინაგულების ფიბრილაციის განვითარების ალბათობა.

კოფეინის, ნიკოტინის ან ნარკოტიკების გამოყენება. კოფეინმა, ნიკოტინმა და სხვა სტიმულატორებმა შეიძლება გამოიწვიოს თქვენი გულის აჩქარება და გამოიწვიოს უფრო სერიოზული არითმიების განვითარება,  მაგალითად  უეცარი სიკვდილი პარკუჭის ფიბრილაციის გამო.

 

არითმიის პრევენცია

ყოველთვის არ არის შესაძლებელი არითმიის განვითარების თავიდან აცილება, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესი ამცირებს გულის დაავადების განვითარების რისკს.

არითმიის სიმპტომები:

  • გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება.
  • გულმკერდის ტკივილი/დისკომფორტი ან შებოჭილობა
  • თავბრუსხვევა ან გაბრუების შეგრძნება
  • ჰაერის უკმარისობა
  • შფოთვა
  • დაღლილობა
  • ოფლიანობა

ზოგჯერ შესაძლებელია არითმიის სიმპტომები ვერ შეამჩნიოთ და  მხოლოდ ექიმის მიერ დანიშნული კვლევების შედეგად გამოვლინდეს მისი არსებობა.

 

არითმიის დიაგნოსტიკა

თუ გაქვთ სიმპტომები  ან თქვენს ოჯახში არის  უეცარი სიკვდილის აუხსნელი ისტორია, მნიშვნელოვანია, რომ დროულად მიმართოთ ექიმს. 

დიაგნოსტიკის მეთოდებია:

ელექტროკარდიოგრამა  - აფიქსირებს თქვენი გულის ელექტრულ აქტივობას.

ჰოლტერის მონიტორინგი -  ეს არის პორტატული აპარატი, რომელსაც შეუძლია გულისცემის (კარდიოგრამის) ჩაწერა 24, 48სთ-ის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში

ექოკარდიოგრაფია -  გულის ულტრაბგერითი დათ

ფიზიკური დატვირთვის ტესტი

ლაბორატორიული (სისხლის) ანალიზები

ელექტროფიზიოლოგიის კვლევა -  ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ რა იწვევს გულის რითმის პრობლემებს.

 

 

არითმიის მკურნალობა:

მედიკამენტები - არითმიის შესაჩერებლად ან თავიდან ასაცილებლად ან არითმიის სიხშირის გასაკონტროლებლად

ელექტრული კარდიოვერსია - მკურნალობა, რომელიც იყენებს ელექტროენერგიას, რათა დააბრუნოს გული ნორმალურ რიტმში.

აბლაცია - არითმიის კერის მოშორება.

კარდიოსტიმულატორის ჩანერგვა - გამოიყენება მკვეთრად შენელებული გულისცემის რეგულირებისთვის

კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა - გამოიყენება სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიების დროს და აბრუნებს თქვენს გულს ნორმალურ რიტმში, როცა ეს საჭიროა.

 

არითმიის მქონე ადამიანების უმეტესობას შეუძლიათ იცხოვრონ ნორმალური ცხოვრების წესით, თუ არითმია დროულად იქნება დიაგნოსტირებული და სწორად ნამკურნალევი.  ადრეული დიაგნოსტიკა და დაწყებული მკურნალობა არის წინაპირობა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების და კარგი გამოსავლის დადგომის.

 

ელენე კობაიძე

ექიმი კარდიოლოგი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

კონსულტაციაზე ჩასაწერად:  2 51 70 08

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5