ენდოვასკულური ქირურგია

რა არის ენდოვასკულური ქირურგია

ენდოვასკულურული ქირურგია წარმოადგენს სისხლძარღვთა ქირურგიის შემადგენელი ნაწილს, რომელიც გულისხმობს სისხლძარღვთა დაავადებების ინტერვასკულარულ ანუ სისხლძარღვშიდა ქირურგიული  მეთოდით მკურნალობას

ენდოვასკულარული ქირურგია ახალ, სწრაფად განვითარებად  დარგად იქცა, რომელმაც პროგრესირება განიცადა ახალ ტექნოლოგიურ საშულებებთან ერთად და თანდათანობით გარდაიქმნა ისეთ მომიჯნავე მიმდინარეობებად და სპეციალობებად როგორიცაა ინტერვენციული კარდიოლოგია, ინტერვენციული რადიოლოგია, ინტერვენციული ნევროლოგია.

რაც შეეხება სისხლძარღვთა ქირურგიის განვითარებას და მის ევოლუციას, დღეს სისხლძარღვთა ქირურგიის 80% -ზე მეტი პუბლიკაცია ეძღვნება არტერიული თუ ვენური პათოლოგიის და ამავე დროს სხვადასხვა ონკოლოგიური, გინეკოლოგიური , უროლოგიური და სხვა დაავადებების სისხლძარღვშიდა მკურნალობას, ამრიგად სისხლძარღვთა ქირურგიამ, ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად,  განიცადა ტრანსფორმაცია ნაკლებინვაზიურობისაკენ. დღეს ენდოვასკულურული ქირურგია” არის სისხლძარღვთა ქირურგიის შემადგენელი ნაწილი.

ენდოვასკულური ქირურგია ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში

დღეს ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში წარმატებით სრულდება პრაქტიკულად ყველა სახის აღდგენითი-რეკონსტრუქციული ოპერაციები  არტერიულ და ვენურ სისტემებზე.

ცენტრში წარმატებით ხორციელდება ანგიოქირურგიული ჩარევები როგორც არტერიულ ასევე ვენური სისტემაზე ყველა ტიპის რეკონსტრუქციული ოპერაციები - საძილე არტერიების,მუცლის აორტისა და თეძო-ბარძაყ-მუხლქვეშა არტერიული სეგმენტის,წვივის არტერიების რეკონსტრუქცია და სხვა. ანგიოქირურგიული სამსახური  იძლევა ურგენტული ანგიოქირურგიის  წარმოების საშუალებას,კერძოდ მუცლის აორტის გამსკდარი ანევრიზმების ქირურგიული და პოსტოპერაციული მართვის,პერიფერიული არტერიული თრომბოზების თრომბოლიზისის,მწვავე ვენური თრომბოზების ქირურგიული მკურნალობისა და ვენური კათეტერმართული თრომბოლიზისისა.წარმატებით ხორციელდება რეკონსტრუქციული გულის კუნთის რევასკულარიზაციის (აორტო-კორონარული შუნტირება) ოპერაციები, ასევე შეძენილი და მოზრდილთა თანდაყოლილი მანკების ქირურგიული თუ ენდოვასკულარულიი (ჰიბრიდული) კორექცია. კლინიკას აქვს მძლავრი კარდიოლოგიური და ანგიოლოგიური სამსახური. რენტგენო-ენდოვასკულური ქირურგიის მიმართულებით წარმოებს ყველა სახის ენდოვასკულარული ჩარევები,როგორც კორონარულ ასევე პერიფერიულ სისხლძარღვებზე, წარმოებს ვასკულური ინტერვენციები გინეკოლოგიური, უროლოგიური, ონკოლოგიური ანდროლოგიური (მამაკაცთა სექსუალური დისფუნქციის) პათოლოგიებისას. დაინერგა ვარიკოზული ვენების ლაზერული აბლაცია, რომელსაც წარმატებით ფლობენ ცენტრის მოწინავე სისხლძარღვთა ქირურგები.

პერიფერიული არტერიების დაავადება (PAD) არის არტერიების ათეროსკლეროზური დაზიანება, რომელიც იწვევს სისხლძარღვის სანათურის პათოლოგიური შევიწროებას. პერიფერიული არტერიის დაავადება ყველაზე ხშირად აზიანებს ქვედა კიდურებს, მაგრამ პათოლოგიური ცვლილებები შესაძლოა იყოს სხვა არტერიებიც  - მაგალითად, ზედა კიდურის, საძილე ან თირკმლის, სხვა ვისცერალური ორგანოების მკვებავ  არტერიები.  ამასთან ერთად ამ პაციენტებთან ხშირია სხვა ვასკულარული სისტემის მაოკლუზირებადი დაავადებები - გ.ი.დ (CAD), საძილე არტერიები მასტენოზირებელი დაავადება.მულტიდისციპლინარურ მიდგომას ანგიოქირურგიული, კარდიოლოგიური, კარდიოქირურგიული  გუნდის ერთობლივ ჩართულობას მკურნალობის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რაც წარმატებით ხორციელდება ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში

დიაბეტური მაკრო-მიკრო ანგიოპათია მკურნალობისას მოითხოვს მულტიდისციპლინარულ მიდგომას - ანგიოქირურგიული, კარდიოლოგიური, კარდიოქირურგიული  გუნდის ერთობლივ ჩართულობას მკურნალობის პროცესში. შემდგომი თერაპიის პროცესში  აუცილებელია ენდოკრინოლოგის ჩართულობა. პაციენტები ხშირად იმყოფებიან თირკმლის ჩანაცვლებით თერაპიაზე, ამრიგად ამ შემთხვევაში აუცილებელია ნეფროლოგის ჩართულობა.ქრონიკული არტერიული უკმარისობის ბოლო ტერმინალურ სატადიაზე - კიდურის „კრიტიკული იშემია , აღინიშნება ნეკრო-ბიოზური ცვლილებები ტერფისა და საფრჩხილე ფალანგების დონეზე, ამ შემთხვევაში, მკურნალობის ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი არტერიული სისტემის რევასკულარიზაციის გარდა, წარმოადგენს ინფიცირებული ჭრილობის მოვლა (სხვადასხვა ქირურგიული მეთოდით), რაც წარმოადგენს ჩირქოვანი ქირურგის პრეროგატივას. ამრიგად, რომ შევაჯამოთ, მცდარია შეხედულება, რომ პერიფერიული არტერიული დაავადების მკურნალობა არის მხოლოდ სისხლძარღვთა სპეციალისტის (ანგიოლოგის, ანგიოქირურგის) პრეროგატიავა, მკურნალობის პროცესში მონაწილეობს მულტიდისციპლინალური გუნდი, ეს მოდელი წარმატებით ხორციელდება ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში .  მნიშვნელოვანია,რომ დღეს კარდიოვასკულური სერვისის განვითარებასთან ერთად, ერთეულია არაოპერირებადი პაციენტები. დაიხვეწა ჰიბრიდული - კომბინირებული ღია  ენდოვასკულარული ერთობლივი ოპერაციის მეთოდები, რაც ამცირებს ოპერაციასთან დაკავშირებულ რისკებს, მძიმე თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებში.

რაც შეეხება ქირურგიული თუ ენდოვასკულურ ჩარევის საკითხს კლინიკის გუნდი თანამედროვე გაიდლაინების რეკომენდაციების მიხედვით ერთობლივად იღებს გადაწყვეტილებას მკურნალობის საუკეთესო მეთოდზე, ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში.

უპირატესობები

ენდოვასკულურ  ქირურგიას რიგი უპირატესობანი გააჩნია ტრადიციულ სისხლძარღვთა ქირურგიულ ჩარევასთან, აქვს რა ნაკლებინვაზიური, სწრაფი ეფექტი, ხშირ შემთხვევებში არ სჭიროებს ზოგად ანეთეზიას , რაც განაპირობებს პაციენტის სწრაფ რეაბილიტაციას და ხანმოკლე დაყოვნებას სტაციონარში. რიგ შემთხვევებში ენდოვასკულარურმა ქირურგიამ სრულად ჩაანაცვლა ქირურგიული ჩარევის ტრადიციული მეთოდი - მაგ თირკმლის და ვისცერალური ორგანოების მაოკლუზირებადი ან ანევრიზმული დაავადებისას, არტერიო-ვენური მალფორმაციების მკურნალობისა, ღრმა ვენური სისტემის მაოკლუზირებადი დაავადებისას, მუხლს ქვემოთ არსებული სისხლძარღვების დაზიანებისას - „დიაბეტური ტერფის შემთხვევაში“.

უნდა აღინიშნოს, რომ პერიფერიული სისხლძარღვების ენდოვასკულურ  მკურნალობაში ცენტრი ერთ-ერთი მოწინავეა და აშკარაა გარკვეული წინსვლა წინა წლებთან შედარებით. ჩვენ ვცდილობთ მკურნალობის სულ უფრო თანამედროვე და ნოვაციური მეთოდები შევთავაზოთ ჩვენს პაციენტებს. ენდოვასკულარური ქირურგიის წარმატებულობა შეუძლებელია ანგიოლოგიური, ანგიოქირურგიული და კარდიოლოგიური გუნდის არსებობის გარეშე.დღეს ჩვენ პაციენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ მკურნალობის უახლესი ნაკლებტრავმული მაღალტექნოლოგიური მეთოდები მაგ. ისეთი როგორიცაა მუცლისა და გულმკერდის აორტის ანევრიზმების ენდოვასკულარური მკურნალობა- ენდოპროტეზირება, (TAVI) აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული შეცვლა, ვისცერალური არტერიების ანევრიზმების ემბოლიზაცია, ურო-გენიტალური სისხლდენების ენდოვასკულარური კორექცია (ემბოლიზაცია), ვენური სტენტირება, არტერიულო-ვენური ან ვენური მალფორმაციების ენდოვასკულარური მკურნალობა, მამაკაცის ერექტიული დისფუნქციის ენდოვასკულარული მკურნალობა ჰემო-პორტის იმპლანტაცია და ა.შ.

ვახტანგ ყიფიანი

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ენდოვასკულური ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი.

ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი