გულით დაავადებულ პაციენტთა ფსიქორეაბილიტაცია

რა არის კარდიორეაბილიტაცია?

კარდიორეაბილიტაცია ( მეორადი პრევენცია) არის მრავალმხრივი,ხანგრძლივი პროგრამა , რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტურ მკურნალობას ,ასევე ვარჯიშს, კარდიოვასკულარული დაავადებების მოდიფიცირებადი რისკ- ფაქტორების შემცირებას. განათლებას. პროგრამა უზრუნველყოფს კარდიული დაავადებების ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიურ ეფექტების შემცირებას, ამცირებას უეცარი სიკვდილის და რეინფარქტის რისკს, აკონტროლებს კარიდიულ სიმპტომებს, ხელს უწყობს სტაბილიზაციას და შექცევადობას ათეროსკლეროზული პროცესის, ზრდის პაცინტების ფსიქო- სოციალურ და პროფესიულ სტატუს

ვინ საჭიროებს კარდიორეაბილიტაციას?

 პაციენტები მწვავე კორონარული სინდრომით- მიოკარდიუმის ინფაქტით და ყველა პაციენტი, რომელთაც ჩაუტარდათ რეპერფუზია ( აორტოკორონარული შუნტირება, კორონარული ანგიოპლასტიკა)

 პაციენტები ახლად დიაგნოსტირებული ქრონიკული გულის უკმარისობით და ქრონიკული გულის უკმარისობის კლინიკური პრეზენტაციის ცვლილება.

 პაციენტები გულის ტრანსპლანტაციით და ventricular assist device ით

 პაციენტები, რომლებსაც ჩაუტარდათ ინტრა-კარდიული დეფიბრილატორის ან კარდიორესინქრონიზატორის იმპლანტაცია მწვავე კორონარული სინდრომის და გულის უკმარისობის გამო

 პაციენტები, რომლებსაც აქვთ გულის სარქველი შესაცვლელი

რატომ არის სასარგებლო კარდიორეაბილიტაცია?

კარდიორეაბილიტაციის პროგრამა ამცირებს საერთო და კარდიოვასკულარული დაავადებით გამოწვეულ სიკვდილიანობას. ამცირებს ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას,აუმჯობესებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას და ცხოვრების ხარისხს.

გულის კორონარული დაავადების გადატანის შემდეგ რეაბილიტაცია მოიცავს ოთხ მთავარ ნაწილს:

 მედიკამენტური მკურნალობა

 რეგულარული ფიზიკური აქტივობა

 ჯანსაღი ცხოვრების წესი

 ფსიქორეაბილიტაცია

მედიკამენტები: ექიმის მიერ დაგენიშნებათ აუცილებელი მედიკამენტები, ზოგიერთი მათგანი უნდა მიიღოთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ზოგიერთი მათგანი გარკვეული პერიოდის განმავლობაში.
გულის კორონარული დაავადების გადატანის შემდეგ შეიძლება გქონდეთ დეპრესია ან შიში, სტრესი გამოწვეულია სხვადასხვა ფაქტორებით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანზე. ზოგიერთი ნიშანი სტრესის:

 თავის ტკივილი

 გულისრევა

 გუნება-განწყობის შეცვლა

 გულისცემის აჩქარება

მადის შეცვლა

თუ თქვენ გაქვთ დეპრესია, არ მოახდინოთ მისი იგნორირება, ვინაიდან გაართულებს თქვენი რეაბილიტაციის პროცესს და შექმნის ჯანმრთელობის პრობლემას. ესაუბრეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს ან ფსიქოლოგს თქვენი შეგრძნებების შესახებ.

რა შეიძლება გავაკეთო ჩემი ემოციების მართვისთვის?

გაიხსენეთ როგორ შეძელით თქვენი ცხოვრების განმავლობაში სხვადასხვა სტრესთან გამკლავება. გაიხსენეთ რა დაგეხმარათ სხვა დროს სტრესის დაძლევაში

 მიმართეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს მხარდაჭერისთვის. მიიღეთ მეტი ინფორმაცია გულის დაავადებების და მათი მკურნალობის შესახებ.

 გააკეთეთ ის რაც განიჭებდათ სიამოვნებას ინფარქტის გადატანამდე.

 შეეცადეთ იყოთ ფიზიკურად აქტიური.

რეაბილიტაციის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია რეგულარული ფიზიკური აქტიურობა.

რატომ უნდა ვივარჯიშოთ?
ვარჯიშით თანდათან გაიზრდება თქვენი ტოლერანტობა დატვირთვისადმი,

გაუმჯობესებს თქვენი კუნთების მიერ ჟაგბადის ეფექტურ მოხმარებას, ზომიერი ინტენსივობის ფიზიკური აქტიურობა არ გამოიწვევს გულისცემის მკვეთრ აჩქარებას, არ გაზრდის გულის დატვირთვას. ვარჯიში ასევე დაგეხმარებათ აკონტროლოთ ბევრი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის დაზიანება. ესენია: მაღალი არტერიული წნევა, მაღალი ქოლესტეროლი, ჭარბი წონა, მოწევის, სტრესის და შაქრიანი დიაბეტის ეფექტები.

რამდენი უნდა ივარჯიშოთ?
მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტიურობის ინტენსივობის და ხანგძლივობის გაზრდა ხდებოდეს თანდათან: ვიწყებთ რამოდენიმე წუთით, სასურველია მიაღწიოთ სულ მცირე 150 წუთიან ზომიერი ინტენსივობის აქტივობას კვირაში.
ეს შეიძლება გააკეთოთ 30 წუთი ფიზიკური აქტიურობა 5 დღე კვირაში.
ყოველი ფიზიკური აქტიურობა უნდა დაიწყოს მსუბუქი აქტივობით, შემდეგ დავიწყებთ ვარჯიშს, ვარჯიშის შემდეგ ასევე ვანელებთ ტემპს, სანამ შევწვეტთ აქტიურობას. ეს შეიძლება გავაკეთოთ დაახლოებით 5 წუთიანი სიარულით დაწყებამდე და დაწყების შემდეგ

ყურადღებით!

 დატვირთვა უნდა იყოს საშუალო ინტენსივობის (12 -15 წთ.)

 ნორმალურია სუნთქვის გაძნელება ვარჯიშის დროს, მაგრამ უნდა შეგეძლოთ გამართული საუბარი ვარჯიშის დროს.

 ზომიერი ინტენსივობის დატვირთვა არ უნდა იწვევდეს სტენოკარდიულ ტკივილს ან ძლიერ ჰაერის უკმარისობას. თუ სიხშირე და/ან სიმძიმე სიმპტომების იზრდება ან ვითარდება მოსვენებულ მდგომარეობაში მიმართეთ ექიმს.

 თავი შეიკავეთ ვარჯიშისგან ძალიან ცხელ ან ძალიან ცივ ამინდში.

დაიფარეთ პირი კაშნეთ როცა გადიხართ ქარიან ან ცივ ამინდში.

 არ ივარჯიშოთ სულ მცირე 1 საათი საკვების მიღების შემდეგ.

შეწყვიტეთ ნებისმიერი სახის ფიზიკური აქტიურობა თუ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში, ქოშინი, თავბრუსხვევა ან კუნთების ტკივილი.

დასვენება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მჯდომარე ცხოვრების წესი არ არის სასარგებლო.

ზოგადი რჩევები:

საოჯახო სააქმეები: შეგიძლიათ დაიწყოთ მსუბუქი საოჯახო საქმეები, როგორიცაა დაგვა, საჭმლის მომზადება, ჭურჭლის რეცხვა სახლში დაბრუნებისთანავე, მაგრამ თავი შეიკავეთ მტვერსასრუტის გამოყენებისგან, დაუთოებისგან ან მძიმე ნივთების აწევისგან დაახლოებით 6 კვირა.

ეზოში მუშაობა: მსუბუქი მებაღეობა შეგიძლიათ დაიწყოთ დაახლოებით 4 კვირის შემდეგ,
ბარვა, თიბვა დასაშვებია დაახლოებით 6 კვირის შემდეგ.

საყიდლებზე წასვლა: დარწმუნდით რომ შეგიძლიათ კომფორტულად შორ მანძილზე წასვლა ვიდრე გადაწყვეთ მაღაზიაში წასვლას, თავი შეიკავეთ მძიმე ჩანთების დაჭერისგან 4 -6 კვირა. არასოდეს ატაროთ ძალიან მძიმე ბარგი.

მანქანის ტარება: ზოგადად მანქანის ტარება შეგიძიათ განაგრძოთ ინფარქტის გადატანიდან 2 კვირის შემდეგ (ზოგიერთი ტიპის ინფარქტის გადატანის შემდეგ თქვენს ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ უფრო ადრე გააგრძელოთ მანქანის ტარება), კორონარული არტერიების შუნტირების დროს 4 კვირის შემდეგ, კორონარული ანგიოპლასტიკიდან 2 დღის შემდეგ.

დააკვირდით არ გქონდეთ ჩივილები. თავი შეიკავეთ ხანგძლივი მოგზაურობისგან და მოტოციკლეტის ტარებისგან საწყის ეტაპზე.

მუშაობა: სამსახურში დაბრუნება დამოკიდებულია თქვენი სამუშაოს ტიპზე. თქვენ შეგიძლიათ დაბრუნდეთ სამსახურში 6 კვირის შემდეგ თუ თქვენი სამუშაო არ მოითხოვს ფიზიკურ აქტიურობას ან არის მსუბუქი. თუ თქვენი სამსახური მოითხოვს ფიზიკურ აქტიურობას შეათანხმეთ ექიმთან.

დასვენება: პაციენტებს კარდიალური პათოლოგიებით შეუძლიათ თვითფრინავით ფრენა შედარებით ადრეულ ეტაპზე. მაგრამ უმჯობესია 6 კვირა თავი იქნეს შეკავებული, აუცილებლობის შემთხვევაში შეათანხმეთ კარდიოლოგთან.

სპორტი: რეგულარული ფიზიკური აქტიურობა როგორიცაა სიარული, ველოსიპედის ტარება ან ცეკვა კარგია თქვენთვის. სპორტის სახეობები, რომლებიც მოითხოვს ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას უნდა ავირიდოთ. ცურვა მისაღებია უმრავლესი პაციენტისთვის, მაგრამ აუცილებელია შეათანხმოთ ექიმთან.

რჩევა სექსუალურ ცხოვრებასთან დაკავშირებით:

პაციენტს, რომელსაც გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი და რეაბილიტაცია მიმდინარეობდა გართულებების გარეშე, უმრავლეს შემთხვევაში ინფარქტის გადატანის შემდეგ მალევე შეუძლიათ ჰქონდეთ სექსუალური ცხოვრება. სექსუალური აქტივობის დროს არსებული დატვირთვა დაახლოებით არის ისეთივე როგორც მსუბუქი-ზომიერი ფიზიკური აქტიურობის დროს - როგორიცაა სწრაფი სიარული ან მეორე სართულზე ასვლა. თუ თქვენ შეგიძლიათ აღნიშნული ფიზიკური აქტიურობის შესრულება ჩივილების გარეშე (არ გაქვთ ტკივილი გულმკერდის არეში ან ჰაერის უკმარისობა) შესაძლებელია სექსუალური აქტივობის დაწყება.

კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ თავი შეიკავეთ სექსუალური აქტივობისგან ოპერაციიდან დაახლოებით 6-8 კვირა.

ერექციული დისფუნქციის მკურნალობა PDE5 ინჰიბიტორით შეიძლება განხილული

იყოს პაციენტებში მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 6 თვის შემდეგ, თუ მდგომარეობა სტაბილური.

PDE5 ინფიბიტორის მიღება არ შეიძლება ნიტრატებთან და ნიკორანდილთან ერთად, შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის დაქვეითება.

რა უნდა გააკეთოთ თუ გაქვთ ტკივილი გულის არეში:

შეიძლება გქონდეთ ან არ გქონდეთ დისკომფორტი/ტკივილი გულის არეში ბინაზე გაწერის შემდეგ. თუ თქვენ აღნიშნული ჩივილი გაქვთ უნდა იხელმძღვანელოთ შემდეგ რჩევებით:

 აუცილებლად უნდა გქონდეთ ნიტროგლიცერინის სპრეი ან ტაბლეტები.

გულმკერდში დისკომფორტის/ტკივილის ან სუნთქვის გაძნელების დროს დაჯექით, მიიღეთ ნიტროგლიცერინის სპრეი ან ტაბლეტი.

 თუ ტკივილი არ მოგეხსნათ 5 წუთის შემდეგ , კვლავ მიიღეთ ნიტროგლიცერინი და დაელოდეთ 5 წუთი.

 თუ ტკივილი არ მოგეხსნათ 15 წუთის განმავლობაში დაურეკეთ სასწრაფო დახმარეს.

სიგარეტის მოწევის შეწყვეტა
გულის იშემიური დაავადებების გადატანის შემდეგ სიგარეტის მოწევის შეწყვეტა

მნიშვნელოვნად აუმჯობესებს თქვენს მდგომარეობას. სიგარეტის მოწევის შეწყვეტის შემდეგ მცირდება

სუნთქვის გაძნელება, იზრდება ტოლერანტობა დატვირთვისდმი. იზრდება სიცოცხლის ხანგძლივობა და მცირდება განმეორებითი ინფარქტის რისკი.
მოწევის შეწყვეტიდან 1-2 წლის შემდეგ განმეორებითი ინფარქტის რისკი ნახევრდება, ხოლო 3-4 წლის შემდეგ ისეთივეა როგორც იმ ადამიანებში, რომლებსაც არასდროს მოუწევიათ.

ალკოჰოლის მიღების შეწყვეტა

ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღება ზრდის არტერიული ჰიპერტენზიის,

კორონარული არტერიების დაავადების და ინსულტის რისკს, ზრდის ტრიგლიცერიდების დონეს სისხლში, ამცირებს LDL - ,,კარგი ქოლესტერინის’’ დონეს სისხლში.

ჯანმრთელი ადამიანისთვის მისაღებია 2 სტანდარტული ჭიქა ალკოჰოლი დღეში. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, ქრონიკული გულის უკმარისობა, კარდიოვასკულური დაავადება, ღვიძლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი ან ჭარბი წონა, თქვენ უნდა მიიღოთ ზემოთ აღნიშნულ ლიმიტზე ნაკლები.

წონის კორექცია

წონის შემცირება მნიშვნელოვანია გულის პრობლემების,
შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკის შემცირებისთვის,
გვეხმარება არტერიული წნევის და სისხლში
ქოლესტეროლის დარეგულირებაში.
წონაში დაკლებისთვის მნიშვნელოვანია მიიღოთ იმაზე ნაკლები ვიდრე ხარჯავთ. ამის მიღწევა შეიძლება დღიული ულუფის შემცირებით, მიიღეთ მეტი ხილი, ბოსტნეული, ნაკლები ცხიმით მდიდარი საკვები.
გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა.
ჯანსაღი გზით წონაში დაკლება არ ხდება სწრაფად.

DASH კვების რეჟიმის მიხედვით დღიური კალორია 2000

რუსუდან აგლაძე

ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის, კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე, მედიცინის დოქტორი, ასოც პროფესორი

თამარ ფანცხავა

ნ.ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის, კარდილოგიური დეპარტამენტის ექიმი-კარდიოლოგი