საძილე არტერიების ქირურგიული მკურნალობის როლი იშემიური ინსულტის პრევენციაში

 

ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა,  რომელიც განპირობებულია თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვების დაზიანებით. არსებობს ინსულტის ორი ტიპი, იშემიური და ჰემორაგიული. ჰემორაგიული ინსულტი გულისხმობს თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გამოწვეულ ნევროლოგიურ დეფიციტს , ხოლო იშემური ინსულტი გულისხმობს თავის ტვინში სისხლის მიწოდების დარღვევის შედეგად გამოწვეულ დეფიციტს. იშემიური ინსულტის განვითარების მიზეზებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავს თავის ტვინის მკვებავი სიხლძარღვების, საძილე არტერიების დაზიანება
პრევენციისთვის მნიშვნელოვანია დროული ვიზიტი სისხლძარღვთა ქირურგთან ან ნევროლოგთან რომელიც საძილე არტერიების დუპლექსსკანირებით ( ექოსკოპიური კვლევით ) გამორიცხავს ან დაადასტურებს საძილე არტერიების დაზიანებას (შევიწროებას ათეროსკლეროზული ფოლაქით).
არსებობს ორი აპრობირებული და დროში გამოცდილი მკურნალობის მეთოდი იშემიური ინსულტის პრევენციაში. ოპერაციული ჩარევა  „კაროტიდული ენდარტერექტომია“ რომელიც გულისხმობს ათეროსკეროზული ფოლაქის მოცილებას  ღია ქირურგიული ჩარევით და საძილე არტერიაში ნორმალური, (მაგისტრალური) არტერიულ სისხლის ნაკადის აღდგენას და ენდოვასკულური ჩარევა რომელიც ცნობილია მოსახლეობისთვის როგორც „უსისხლო მეთოდი“ რაც თავის მხრივ გულისხმობს შევიწროებულ საძილე არტერიაში ლითონის „სტენტის“ იმპლანტაციით,  არტერიის ნორმალური დიამეტრის და სისხლის ნაკადის აღდგენას.  
ვივო მედიქალ ჯგუფის წევრი ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი წარმოადგენს საქართველოში წამყვან სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ხორციელდება ყველა სახის სისხლძარღვოვანი და გულის პათოლოგიების სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი უახლესი აპარატურით, რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით

 სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით  2 51 70 08 
მის : ჩაჩავას 1 / ლუბლიანას 5