ოპერაცია

 პაციენტი - მამაკაცი, 58 წლის.
 ჩივილები: 
მოცულობითი მოპულსირე წარმონაქმნის არსებობა მარჯვენა საზარდულის არეში და ტკივილი აღნიშნულ მიდამოში, ირადიაციით წელის მიმართულებით.

 პაციენტს 7 წელია აღენიშნება გარდამავალი კოჭლობა ორივე ქვემო კიდრუში, რის გამოც იმყოფება ანგიოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. სხვა კლინიკაში 2015 წელს ჩატარებული აქვს მარჯვენამხრივი აორტა-ფემორალური შუნტირება, შემდგომ, 2017 წელს, მარცხენა თეძოს საერთო არტერიის სტენტირება.
 დაახლოებით 1 თვის წინ მარჯვენა საზარდულის არეში აღმოაჩნდა მოცულობითი მოპულსირე წარმონაქმნი და ტკივილი აღნიშნულ მიდამოში, დინამიკაში ჩივილებმა იმატა, რაც გამოიხატა წარმონაქმნის ზომაში მატებით და ასევე იმატა ტკივილის სინდრომმა, რომელიც ირადირებს წელის მიმართულებით. ბოლო 2 დღის მანძილზე ჩივილებმა განსაკუთრებით იმატა.

 დიაგნოსტირდა: 
აორტა-ფემორალური პროთეზის დისტალური ანასტომოზის ცრუ, გამსკდარი ანვერიზმა, რეტროპერიტონეალური სივრცის ჰემატომა, ინფიცირებული პროთეზი, მარცხენა თეძოს გარეთა არტერიის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი.

 ჩაუტარდა:
აორტა-ფემორალური პროთეზის დისტალური ანასტომოზის გამსკდარი ცრუ ანევრიზმის ლიკვიდაცია, ჰემატომის ევაკუაცია, ინფიცირებული პროთეზის და სტენტის ამოღება, აღებულ იქნა ორივე ბარძაყის ვენა, შეიქმნა აუტოვენური ბიფურკაციული კონდუიტი და შესრულდა აორტა-ბიფემორალური შუნტირება.

 პაციენტი გაწერილ იქნა ბინაზე ოპერაციიდან მე-5 დღეს, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

 ოპერატორი: ანგიოქირურგი გია ალადაშვილი
დავით გეგელაშვილი
გურამ მინდიაშვილი
ვაჟა მძევაშვილი