აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI)

პირველად ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარულ ცენტრში ჩატარდა აორტის სარქვლის ტრანსკათეტერული იმპლანტაცია (TAVI) განაკვეთისა დახელოვნური სისხლის მიმოქცევის გარეშე. აღნიშნული ქირურგიული პროცედურა ტარდება ხანდაზმულ და მაღალი რისკის პაციენტებში, რომელთათვისაც ოპერაციული ჩარევა წარმოადგენს მაღალრისკს.

აღსანიშნავია, რომ ცენტრში ჩატარებული მეთოდი არის გაცილებით უსაფრთხო და მარტივი სხვა ანალოგიურ მეთოდებთან შედარებით. ენდოვასკულარული ჩარევის უპირატესობა იმითაა განპირობებული, რომ ნებისმიერი ღია ქირურგიული ჩარევა გულის სარქველოვანი დაზიანების გამო დაკავშირებულია დიდ რისკთან.