TITLE

სიახლეები

უკან დაბრუნება
12.10.2014

კარდიოქირურგიული დეპარტამენტი

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის და ინვალიდიზაციის მხრივ, პირველ ადგილზეა , დროულად ცატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში , პაციენტი უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას .აღნიშნული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა საქართველოში 15 წელიწადს ითვლის. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილი კარდიოქირურგიული გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება , ჩატარებული აქვთ რამოდენიმე ათასი კარდიოქირურგიული ოპერაცია.გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში  გერმანია,ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი.ცენტრში ხორციელდება თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული ინფექციის და ხარისხის კონტროლი, რაც მინიმუმადე ამცირებს კლინიკური გართულებების რისკებს. კლინიკაში ხორციელდება კარდიოქირურგიული ოპერაციების სრული სპქეტრი 24 საათის განმავლობაში.

 


 

1 კორონალური არტერიების შუნტირება

  •   სრული არტერიული რევასკულარიზაცია
  •   კორონალური არტერიების შუნტირება , მომუშავე გულზე
  •   ოპერაციები მწვავე ინფარქტის დროს.

2     სარქვლოვანი ოპერაციები

  •   მიტრალური სარქვლის აღდგენითი ოპერაციები
  •   აორტალური სარქვლების პლასტიკა
  •   სამკარიანი სარქვლის პლასტიკა
  •   მიტრალური  და აორტალური  სარქველების პროთეზირება მექანიკური ან ბოლოგიური სარქვლით
  •   ოპერაციები მწვავე ენდოკარდიტის დროს

3     კომბინირებული ოპერაციები , გულის იშემიური დაავადების და თანხვედრის სარქვლოვანი პათოლოგიის დროს.

4     აორტის ქირურგია

  •  აღმავალი აორტის, აორტის რკალის პროთეზირება  , როგორც გეგმიურ რეჟიმში ასევე ამ უკანასკნელის დისექციის დროს.

5   გულის თანდაყოლილი მანკების კორექცია მოზრდილებში

კლინიკაში ხორცელდება  გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების , საჭიროების შემთხვევაში ერთდროული ოპერაციების სრული სპექტრი, როგორიცაა    ჩარევები საძილე არტერიებზე, პერიფერიულ არტერიებზე და  სხვა.

7   ოპერაციები გულის სიმსივნური დაზიანებების შემთხვევაში.

8   პერიკარდის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

9   ექსუდაციური პერიკარდიტი, პუნქცია, პერიკარდოპლევრალური ფანჯარა.

10 შეხორცებითი პერიკარდიტი, პერიკარტექტომია