TITLE

პაციენტთათვის

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადება


 

 

რა არის  ვენების ვარიკოზული დაავადება(გაგანიერება?

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაზიანება ეს არის კანქვეშა ვენების გაფართოვება რომელსაც თან სდევს  სარქვლოვანი აპარატის უკმარისობა ,ვენებში სისხლის მიმოქცევა ირღვევა რასაც მივყავართ ვენების მდგრად და შეუქცევად  „გამობერვამდე“ და ვარიკოზულ გადაგვარებამდე .მის შორს წასულ ფორმას მივყავართ კანის ტროფიკის დარღვევამდე რომლის საბოლოო შედეგს წარმოადგენს ხანგრძლივად შეუხორცებელი ვენური წყლულის ჩამოყალიბება.

 რა იწვევს ვარიკოზული ვენების წარმოქმნას ?

ვარიკოზული ვენების წარმოქმნის მექანიზმს და მიზეზს უპრიველეს ყოვლისა წარმოადგენს ვენების სარქველოვანი აპარატის გაუმართავი მუშაობა რაც საბოლოოდ იწვევს ვენების კედლის ზედმეტად გაწელვას  .შედეგად სისხლის დინება ხდება ქაოსური ,სისხლი გუბდება ქვედა კიდურების ვენებში  ,განსაკუთრებით კანქვეშა ვენებში .წნევა მათში იმდენად იზრდება ,რომ სისხლძარღვების კედლები ვეღარ უძლებს დატვირთვას და „ბუშტის „ მსგავსად იწყებს გაფართოვებას.

რამდენად გავრცელებულია ვარიკოზული დაავადება?

 ვარიკოზული დაავადება ფართოდ გავრცელებულია  ,სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობაში ვარიკოზული დაავადების ამა თუ იმ   ხარისხის სიმპტომები აწუხებს ქალების დაახლოებით 89% და მამაკაცების 66%.

რისკ ფაქტორები

გენეტიკური წინასწარგანწყობა -ადამიანები რომელთაც მემკვიდრეობაში აღენიშნებათ ვენების   ვარიკოზული დაავადება.

სქესი -ქალები სამჯერ უფრო მეტად ავადდებიან ვიდრე მამაკაცები ,კერძოდ ეს დაავადება აქვს 40 წელს  გადაცილებულ ყოველ მესამე ქალს და ყოველ მეათე მამაკაცს ხელშემწყობ ფაქტორს ასევე წარმოადგენს ორსულობა.

ორსულობა- ორსულობის დროს  როდესაც თანდათანობით ძლიერდება მზარდი საშვილოსნოს საშვილოსნოს ზეწოლა (განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში) მუცლის ღრუს ვენებზე ,რაც თავის მხრივ  აძნელებს სისხლის გადინებას ქვედა კიდურების  ვენებიდან .გარდა ამისა ,მნიშვნელოვანია ორსულობის დროს მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებები.

ქალები - რომლებიც სარგებლობენ ჰორმონალური კონტრაცეპტივებით (ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები )

ჭარბი წონა

ქვემო კიდურებში ვენური წნევის მომატება

ცხოვრების წესი - ქალები და მამაკაცები ,რომელთა სამუშაო დაკავშირებულია ხანგრძლივად ფეხზე დგომასთან და ჯდომასთან . 

პირები რომლებსაც გადატანილი აქვთ კიდურების ტრამვა

სიმპტომები

 ვარიკოზული დაავადებების დროს წამყვან  ნიშნად ითვლება  კანქვეშა ვენების და კაპილარული ქსელის (ტელეანგიოექტაზიები და რეტიკულარული ვარიკოზი) გაფართოვება.უმეტეს შემთხვევაში გარდა კოსმეტიკური  გაფართოვება.უმეტეს შემთხვევაში გარდა კოსმეტიკური დისკომფორტისა პაციენტები უჩივიან სიმძიმის და დაღლილობის შეგრძნებას კიდურში ,რომელიც ძლიერდება დღის ბოლოს.ერთ-ერთ ხშირ სიმპტომს წარმოადგენს წვის და ტკივილის შეგრძნება  კიდურში ასევე უმნიშვნელო შეშუპება კოჭის არეში,რომელიც გამოხატულია დღის ბოლოს ხანგრძლივად ფეხზე დგომის და ჯდომის შემდეგ ,რომელიც ქრება კიდურის ჰორიზონტალურ მდგომარეობაში  ყოფნის დროს და დილით.(ეწ მძიმე ფეხიოს სინდრომი.

დიაგნოსტიკა

 ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დროს  ყველაზე ინფორმატიულ და ობიექტური კვლევის მეთოდათ ( ოქროს სტანდარტი ) მიღებული არის არაინვაზიური ულტრაბგერითი კვლევა (დუპლექსსონოგრაფია).

 გართულებები  

·         ქრონიკული ვენური უკმარისობა  და ტროფიკული წყლული 

·         ვარიკოზული ვენების გასკდომა სისხლდენა 

·         მწვავე თრომბოზი და თრომბოფლებიტი(ვარიკოზული ვენების თრომბირება რომელსაც თან ახლავს ანთება 

მკურნალობა

ქვედა კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობა შესაძლებელია სამი გზით:

1.ქირურგიული დიდი და მცირე საჩინო ვენის სტრიპინგი და ფლებექტომია,მინი ფლებექტომია,(ლაზერული აბლაციის მეთოდი)სკლეროთერაპიის მეშვეობით (ღეროვანი სისხლძარღვების სკლეროთერაპია და ექოსკლეროთერაპია),კონსერვატიული მკურნალობა (ფლებოტროპული პრეპარატები ,რეოლოგიის და თროპიკის გამაუნჯობესებელი პრეპარატების მიღება).

აქვე უნდა აღინიშნოს ,  რომ ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დაახლოებით  20 % დან 25 % მდე წარმოადგენს ქირურგიული მკურნალობის ჩვენებას.აღნიშნულიდან გამომდინარე ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული დაავადების დიაგნოსტიკა,მკურნალობა და მართვა უნდა ხორციელდებოდეს სპეციალიზირებულ კლინიკაში ,მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ ,რომლებიც ფლობენ უშუალოდ ამ დარგში (ფლებოლოგიაში) დიდ გამოცდილებას და ღრმა ცოდნას .

2.კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ყველა იმ სამკურნალწამლო საშუალებებს,რომელიც მიმართული არის ვენის კედლის ტონუსის მომატებაში ,ტროფიკის და რეოლოგიის გასაუნჯობესებელი პრეპარატების გამოყენებაში ,რომელიც ფართოდ გამოიყენება ქვემო კიდურების  ვენების ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის დროს .

გარდა ამისა ფართოდ გამოიყენება ლიმფოდრენაჟული მასაჟი,სამკურნალო ფიზკულტურა და სამკურნალო ტრიკოტაჟი.

 პროფილაქტიკა და პრაქტიკული რჩევები

ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით ეფექტურია მთელი რიგი მარტივი პრევენციული ღონისძიებები : ეცადეთ თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას ,ისეთ პროცედურებს როგორიც არის ცხელი შხაპი ,აბაზანა საუნა.არ არის სასურველი დიდ ხანს ფეხზე დგომა და ჯდომა განსაკუთრებით ფეხზი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში .მჯდომარე პროფესიის ადამიანისთვის  სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40 -50 წთ -ში ფეხზე ადგომა და სიარული ,ეს გააუმჯობესებს ქვედა კიდურებში სისხლის ცირკულაციას ,რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება.