TITLE

ლაზერული აბლაცია

 

ვარიკოზული ვენების მკურნალობა ცოტა ხნის წინ მხოლოდ ქირურგიული ჩარევით იყო შესაძლებელი .ოპერაციისგან განსხვავებით ლაზერული აბლაციის შედეგად კიდურებზე ნაწიბურები არ რჩება .ამასთან ,პროცედურა ნაკლებად უსიამოვნოა.ეს მცირე ჩამონათვალია იმ მიზეზებისა,რის გამოც ექიმებსა და პაციენტების დიდი ნაწილი უპირატესობას ლაზერულ თერაპიას ანიჭებს.
ლაზერული აბლაცია  21 საუკუნის ტექნოლოგიების ერთ-ერთ ნოვაციად უკვე მიიჩნევა პროცედურა ამბულატორიულად,სტაციონარში პაციენტის ჰოსპიტალიზაციის გარეშე სრულდება ,რის გამოც ლაზერულ კოაგულაციას ,იმავე აბლაციასოფისური ქირურგიაუწოდეს.
ვენების ლაზერული აბლაცია იოლი და ეფექტური მეთოდია.ულტრაბგერითი კვლევის ქვეშ დაზიანებული ვენის არეში ჩხვლეტენ კანს სადაც ლაზერული სხივის მიმტანი კათეტერი შეჰყავთ.ეს უკანასკნელი იწყებს გადაადგილებას სისხლძარღვის სანათურში ,რის შედეგაც ლაზერული სხივი ვენის შიდა კედელზე ზემოქმედებს.სითბური ენერგიით ხდება ვენის კედლის დაზიანება -შეწებება.პროცედურის დასრულებისას კიდურზე ეცმევა კომპრესული ტრიკოტაჟი  და 30 -60 წუთის შემდეგ პაციენტი კლინიკას დამოუკიდებლად ტოვებს.უკვე ერთი დღის შემდეგ მას შეუძლია ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდეს .

ქირურგიული ჩარევისაგნ განსხვავებით აბლაციის მეთოდი ხასიათდება შემდეგი სახის უპირატესობებით :  

  • კოსმეტიკური შედეგი -მეთოდი მინიმალურად  უმტკივნეულოა,ტარდება განაკვეთის გარეშე და არ ტოვებს ნაწიბურებს ;
  • პროცედურა ულტრაბგერითი კონტროლის ქვეშ ტარდება ,რისი მეშვეობითაც ექიმს საშუალება აქვს დააკვირდეს პროცესს.
  • პროცედურა ტარდება ამბულატორიულად და არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.