TITLE

წინასაოპერაციო რჩევები


წინასაოპერაციო ინსტრუქცია პაციენტებისათვის

ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის  სტაციონარი შეესაბამება საერთაშორისო სამედიცინო სტანდარტებით გათვალისწინებულ ნორმებს.
სტაციონარში ჰოსპიტალიზაციამდე სასურველია გაითვალისწინოთ აღნიშნული მითითებები

ოპერაციის წინა ღამე
< თქვენი უსაფრთხოებისთვის ნუ მიიღებთ საკვებს ოპერაციის წინა საღამოს 18 საათის    შემდეგ და სითხეს 24 საათის შემდეგ.
<იმისთვის რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ინფექციის განვითარების ალბათობა სასურველია  მიიღოთ შხაპი და ტანი დაიბანოთ ანტიბაქტერიული ან უბრალო საპნით საღამოს და დილას  ოპერაციამდე.
<ნუ მიიღებთ ალკოჰოლს ოპერაციამდე 72 საათის განმავლობაში.
<თავი შეიკავეთ თამბაქოს მოხმარებისგან და ნუ მოსწევთ ოპერაციამდე 12 საათის ადრე
<ოპერაციის დღეს ნუ მიიღებთ მედიკამენტებს ,გარდა იმ პრეპარატებისა რაც შეთახმებულია თქვენს მკურნალ ექიმთან.
სტაციონარში განთავსებამდე
<დატოვეთ სახლში თქვენი პირადი ნივთები მათ  შორის ძვირფასეულობა,საკრედიტო ბარათები და აშ
<თან იქონიეთ თქვენთვის საჭირო პირადი  ჰიგიენის ნივთები( კბილის ჯაგრისი და აშ)
<არასასურველია საკონტაქტო ლინზების და დეკორატიული კოსმეტიკის ტარება.
<ჩაიცვით კომფორტულად  რათა თავისუფლად შეძლოთ სამოსის შეცვლა ,სტაციონარში თქვენ უზრუნველყოფილი იქნებით ერთჯერადი მოხმარების სპეციალური ფეხსაცმლით და საავადმყოფოს ხალათით.


   ინფორმაცია მნახველთათვის

  • დააზუსტეთ ნახვის საათბი, კლინიკაში ნახვის საათების დრო მკაცრად არის განსაზღვრული .
  • მოინახულეთ პაციენტები მხოლოდ მაშინ თუ არ ხართ ავად, სტაციონარში განთავსებულ პაციენტებს ( პოსტოპერაციული პერიოდი ) ხშირ შემთხვევაში დაქვეითებული აქვთ იმუნიტეტი.
  • შეეცადეთ დატოვოთ ბავშვები სახლში
  • ნუ მოიტანთ საკვებ პროდუქტებს , პაციენტები სტაციონარში უზრუნველყოფილნი არიან კვებით.
  • სტაციონარში აუცილებელი ჩაიცვათ ბახილები.
  • პალატაში შესვლამდე ხელები დაიმუშავეთ სადეზინფექციო ხსნარით.
  • ისაუბრეთ ხმადაბლა
  • ყურადღება მიაქციეთ ნახვის საათების დროს, დატოვეთ სტაციონარი ამ საათების დასრულებისთანავე.
  • პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მის მკურნალ ექიმს.