TITLE

კათეტერიზაციის ლაბორატორია

ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში გულ- სისხლძარღვთა კათეტერიზაციის ლაბორატორიაში გახსნიდან 4 წლის განმავლობაში ჩატარებულია  4000 ზე  მეტი ენდოვასკულარული (პერკუტანული) ოპერაცია გულსა, კიდურების და სხვა ორგანოების მკვებავ სისხლძარღვებზე.ლაბორატორიის მუშაობის წარმატებულობა და შედეგები  დამოკიდებულია ანგიოლოგიის, სისხლძარღვთა ქირურგიის ,კარდიოლოგიისა  და კარდიოქირურგიის   განყოფილებების თანაარსებობაზე ერთ არეალში   ერთ კლინიკაში.ცენტრში წელიწადში ტარდება 150-170 ენდოვასკულარული ჩარევა - პერიფერიული სისხლძარღვების სტენტირება , პერკუტანული ანგიოპლასტიკა , ოპერაციების აღნიშნული რაოდენობა მაღალი მაჩვენებელია ერთი კლინიკისთვის განვითარებული ქვეყნების რეალობაშიც კი. ცენტრში შემუშავებულია ახალი ტიპის „ჰიბრიდური“ ოპერაციები რაც ენდოვასკულარული და ღია ქირურგიული ჩარევის კომბინაციას წარმოადგენს . გარდა ამისა, კლინიკა თანამშრომლობს ნეიროქირურგიულ, გინეკოლოგიურ და  ონკოლოგიურ ცენტრებთან, ერთობლივად სრულდება  მაღალტექნოლოგიური სისხლძარღვშიდა  ოპერაციები სხვადასხვა პათოლოგიებისას.

დეპარტამენტი წარმოდგენილია 2 კათეტერიზაციის ლაბორატორიით

  • კორონალური ანგიოგრაფია( კორონაროგრაფია)
  • კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება
  • პერიფერიულ სისხლძარღვთა ანგიოგრაფია
  • პერიფერიულ სისხლძარღვთა ანგიოპლასტიკა და სტენტირება 

წამყვანი სპეციალისტი - ვახტანგ ყიფიანი -ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი ენდოვასკულარული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი ,მედიცინის  მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულარული ქირურგი.