TITLE

კარდიოქირურგიული სამსახური

 

საქართველოში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის და ინვალიდიზაციის მხრივ, პირველ ადგილზეა , დროულად ჩატარებული კარდიოქირურგიული ოპერაციის შემთხვევაში , პაციენტი უბრუნდება აქტიურ ცხოვრებას .აღნიშნული დაავადებების ქირურგიული მკურნალობა საქართველოში 15 წელიწადს ითვლის. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილი კარდიოქირურგიული გუნდის წევრებს აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება , ჩატარებული აქვთ რამოდენიმე ათასი კარდიოქირურგიული ოპერაცია.გავლილი აქვთ სტაჟირება ევროპის წამყვან კლინიკებში  გერმანია,ავსტრია, შვეიცარია, პოლონეთი.

ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში ხორციელდება თანამედროვე სისტემებზე დაფუძნებული ინფექციის და ხარისხის კონტროლი , რაც მინიმუმამდე ამცირებს  კლინიკური გართულებების რისკებს. კლინიკაში ხორციელდება კარდიქირურგიული ოპერაციების სრული სპექტრი  24 საათის განმავლობაში :


1 კორონალური არტერიების შუნტირება

  •   სრული არტერიული რევასკულარიზაცია
  •   კორონალური არტერიების შუნტირება , მომუშავე გულზე
  •   ოპერაციები მწვავე ინფარქტის დროს.

2     სარქვლოვანი ოპერაციები

  •   მიტრალური სარქვლის აღდგენითი ოპერაციები
  •   აორტალური სარქვლების პლასტიკა
  •   სამკარიანი სარქვლის პლასტიკა
  •   მიტრალური  და აორტალური  სარქველების პროთეზირება მექანიკური ან ბოლოგიური სარქვლით
  •   ოპერაციები მწვავე ენდოკარდიტის დროს

3     კომბინირებული ოპერაციები , გულის იშემიური დაავადების და თანხვედრის სარქვლოვანი პათოლოგიის დროს.

4     აორტის ქირურგია

  • აღმავალი აორტის, აორტის რკალის პროთეზირება  , როგორც გეგმიურ რეჟიმში ასევე ამ უკანასკნელის დისექციის დროს.

5   გულის თანდაყოლილი მანკების კორექცია მოზრდილებში

კლინიკაში ხორცელდება  გულისა და სისხლძარღვთა დაავადებების , საჭიროების შემთხვევაში ერთდროული ოპერაციების სრული სპექტრი, როგორიცაა    ჩარევები საძილე არტერიებზე, პერიფერიულ არტერიებზე და  სხვა.

7   ოპერაციები გულის სიმსივნური დაზიანებების შემთხვევაში.

8   პერიკარდის დაავადებების ქირურგიული მკურნალობა

9   ექსუდაციური პერიკარდიტი, პუნქცია, პერიკარდოპლევრალური ფანჯარა.

10 შეხორცებითი პერიკარდიტი, პერიკარტექტომია



რეანიმატოლოგია - ანესთეზიოლოგია

 

 

  ანესთეზიოლოგიისა და პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე სასუნთქი და სანარკოზე აპარატებით, პაციენტის მონიტორებითა და სხვა დამხმარე ტექნიკური        საშუალებებით. თუმცა მთავარი მაინც პროფესიონალ ექიმთა და ექთანთა გუნდია, რომლებიც დეპარტამენტის წარმატების გარანტები არიან.

 ცენტრში ხორციელდება  ნებისმიერი მასშტაბისა და სირთულის ქირურგიული ჩარევის ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა ანესთეზიის ყველა თანამედროვე მეთოდის გამოყენებით:


-     -ზოგადი კომბინირებული მრავალკომპონენტიანი ანესთეზია;

-     -ზოგადი ი.ვ. ანესთეზია;

-     -რეგიონული (სპინალური, ეპიდურული, გამტარებლობითი) ანესთეზია.


       განსაკუთრებული აქცენტები კეთდება ინფექციური გართულებების პრევენციაზე პერიოოპერატიული მოვლის ყველა ეტაპზე, რისი ხილული შედეგიცაა ის, რომ რიგი ქირურგიული ჩარევები კლინიკაში ხორციელდება როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული თანმხლები ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის გარეშე, გარდა ამისა აღნიშნული ზომები საშუალებას იზლევა თავიდან ავიცილოთ  ინტრაჰოსპიტალური რეზისტენტული ბაქტერიული შტამების ჩამოყალიბება.