TITLE

ისტორია

 

ჩვენი ცენტრი დიდი და მდიდარი ისტორიის მატარებელია . 1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია , რომლის ბაზაზეც 1980 წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ცენტრში დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას , რომ პროფ. ნოდარ ბოხუას და მისი მოწაფეების ძალისხმევით  ცენტრი დროის მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის წამყვანი კლინიკა სისხლძარღვთა ქირურგიაში.მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, რომლებიც განპირობებული იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობით , ცენტრი ვითარდებოდა , დაინერგა ახალი მიდგომები სისხლძარღვთა ქირურგიაში . რუტინული გახდა მთელი რიგი ურთულესი ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.

მიუხედავად წარმატებით განხორციელებული ცვლილებებისა სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით , ნათელი გახდა რომ ცენტრის შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მომიჯნავე  სპეციალობების დანერგვის გარეშე. 2011 წელს ცენტრი გაფართოვდა , გადავიდა ახალ  შენობაში , აღიჭურვა თანამედროვე  უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული  აპარატურით , დაემატა ახალი სამსახურები : კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, და ენდოვასკულარული ქირურგია,  2015 წლიდან  კი  ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო კარდიოქირურგიულმა დეპარტამენტმა.

ამჟამად ცენტრს ეწოდება ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი , ჩვენ მთავარ „ სიმდიდრეს „ წარმოადგენს კლინიკაში მომუშავე ექიმები , რომლებიც  ამ დარგში მოწინავე სპეციალისტები არიან, ისინი თავისი პროფესიული მოვალეობების გარდა მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან, ზრდიან ტრადიციების გამგრძელებელ თაობებს, ყოველივე ეს კი გვაძლევს იმედს ოპტიმისტურად შევხვდეთ მომავალს.

                                                                                                                                                                                                                კოსტანტინე ყიფიანი

                                                                                                                                                                                                           


                                                                                                                                                                   

ისტორია

 

აქართველოში სისხლძარღვთა და რეკონსტრუქცული  ქირურგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი პროფესორმა ნოდარ ბოხუამ შეიტანა,რომლის უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოკლე დროში ჩვენს ქვეყანაში  მძლავრი სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ჩამოყალიბდა ,სადაც დღეს  გადაუჭარბებლად შეგვიძლია ავღნიშნოთ  რომ სრულდება პრაქტიკულად ყველა სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე და მის ვისცერალურ და ბრაქიოცეფალურ ტოტებზე ,კიდურის მაგისტრალურ არტერიებზე.აღნიშნული ცენტრი  ჩამოყალიბდა  აკად  კ . ერისთავის  სახელობის  ექსპერიმენტული  და  კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორიის ბაზაზე (შეიქმნა 1976) 1980 წლის მაისში და მისი შექმნიდან 1995 წლის მარტამდე  მის ტრაგიკულ დაღუპვამდე მას  ხელმძღვანელობდა  პროფესორი   ნ .ბოხუა 1995  წლიდან  ცენტრის   ხელმძღვანელია პროფესორი კოტე ყიფიანი .2011 წლამდე კლინიკას ეწოდებოდა საქართველოს ნ.ბოხუას  სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი ,ხოლო 2011 წლის მაისში მას შემდეგ რაც კლინიკის არეალი გაფართოვდა დაემატა ახალი სამსახური ,ინტერვენციული  კარდიოლოგიის სახით რის შემდეგაც  ცენტრს სახელი შეეცვალა და ეწოდა  .ნ.ბოხუას სახელობის   სისხლძარღვთა და  და გულის  დაავადებათა ცენტრი.

                     

                                                                            

კლინიკა დღეს

 

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია და მკურნალობა ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი  აქტუალური პრობლემაა თანამედროვე მედიცინაში. საქართველოში აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებებით რომ  გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სიკვდილიანობის და ინვალიდიზაციის მხრივ , პირველ ადგილზეა. ამ დარგის სრულყოფილი ფუნქციონირება მოითხოვს მაღალტექნოლოგიური თანამედროვე  სამედიცინო აპარატურის და მაღალკვალიფიციური კადრების არსებობას.სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრის სრულად არის აღჭურვილი მოწინავე ბრენდების მიერ წარმოებული უახლესი აპარატურით , რაც საშუალებას გვაძლევს თითოეული პაციენტი უზრუნველყოფილი იყოს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურეობით.კლინიკისთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს სოციალური ინფორმირებულობა, ეკონომიკური პასუხისმგებლობა და პარტნიორებთან კეთილსინდისიერი თანამშრომლობა.ცენტრი პერმანენტულად მონაწილეობს რეგიონალურ სამედიცინო საზოგადოებრივ აქტივობებში. თითოეული ასპექტი ხელს უწყობს კლინიკის უნიკალურობას რეგიონში, რომელიც მეზობალი ქვეყნების პაციენტთათვის რიგირთ პირველი არჩევანია, მათთვის საჭირო მკურნალობის მისაღებად .ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში, მოღვაწეობენ ჩვენს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ ცნობილი ექიმები : კოტე ყიფიანი, დავით ფარღალავა, მამუკა ბოკუჩავა, ზურაბ ფაღავა, ზაზა კაციტაძე, ვახტანგ ყიფიანი, , ცენტრს გააჩნია სამეცნიერო და პრაქტიკული  ურთიერთობები მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან , რომლებიც ხშირად მონაწილეობენ კლინიკის სამეცნიერო -პრაქტიკულ კონფერენციებში.ცენტრში წარმატებით ხორციელდება სისხლძარღვთა ქირურგიის ისეთი მიმართულებები , როგორიც არის ბრაქიოცეფალური ტოტების , გულ-მკერდის და მუცლის აორტის ანევრიზმის , აორტისა და ქვედა კიდურების მაგისტრალური არტერიების მაოკლუზირებული დაავადებების როგორც ღია ასევე ენდოვასკულარული ქირურგია. კლინიკას დაგროვილი აქვს დიდი გამოცდილება  ვენური და არტერიული თრომბოზების ღია ქირურგიული და ენდოვასკულარული მკურნალობის, მათ შორის კათეტერმული თრომბოლიზისი. ცენტრს გააჩნია უნიკალური გამოცდილება წვივის და ტერფის  არტერიების ( მათ შორის დიაბეტის ფონზე)   მაოკლუზირებელი დაზიანების დოს განვითარებული კრიტიკული იშემიის ენდოვასკულარული მკურნალობის , რამაც საგრძნობლად შეამცირა კიდურების ამპუტაციის შემთხვევები.ნ. ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრში წარმატებით ხორციელდება  ოპერაციები გულის მკვებავ სისხლძარღვებზე და ჩარევები  გულის შეძენილი მანკების დროს.ცენტრში ფუნქციონირებს მძლავრი პოსტოპერაციული განყოფილება , რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური კადრებით, რაც საშუალებას იძლევა მინიმუმამდე დავიყვანოთ ოპერაციის შემდგომი გართულებები.აღსანიშნავია კლინიკის უდიდესი გამოცდილება ფლებოლოგიის მიმართულებით , პაციენტებს ვთავაზობთ ვენური პათოლოგიები მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს როგორიცაა: ლაზერული აბლაცია, ღეროვანი და კომპრესული სკლეროთერაპია, მინიფლებექტომია და ტროფიკული წყლულების განვითარების სხვადასხვა სახის პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებები  და მისი მკურნალობის თანამედროვე მეთოდები .